ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ადამიანური რესურსების მართვის და შრომის სამართლის სასერტიფიკატო კურსზე, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპენონტებს - სტაჟირებას საქართველოს უნივერსიტეტის HR და იურიდიულ სამსახურში.
კურსის სტრუქტურა:
• ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია;
• სამუშაოს ანალიზი, სამუშაოს აღწერილობა და სამუშაოს სპეციფიკაციები (სამუშაოს ანალიზის მეთოდები);
• კადრების მოზიდვა და შერჩევა (შერჩევის ტესტები, ინტერვიუ, შეფასების ცენტრები);
• შესრულებული სამუშაოს შეფასება (რეჟინრება, შკალების მეთოდი, 360 გრადუსიანი უკუკავშირი);
• ტრენინგი და განვითარება (ტრენინგს საჭიროების განსაზღვრა, ტრენინგის შეფასება, პერსონალის განვითარების გეგმის შემუშავება)
• თანამშრომლების მოტივირება;
• შრომითი ხელშეკრულების დადება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა,
• შვებულების და უქმე დღეების მართვა,
• შინაგანაწესის მომზადება, განახლება, გაცნობა.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილე შეძლებს:
• ჩაატაროს სამუშაოს ანალიზი და შექმნას სამუშაოს აღწერილობა;
• მოიზიდოს და შეარჩიოს კადრები სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით;
• შეაფასოს თანამშრომლების შესრულებული სამუშაო;
• იზრუნოს კადრების განვითარებაზე;
• იზრუნოს თანამშრომელთა მოტივიაციის ამაღლებაზე;
• დადოს შრომითი ხელშეკრულება სამუშაოს სპეფიციკის გათვალისწინებით;
• უზრუნველყოს შრომით ხელშეკრულებების აღრიცხვა და მართვა;
კურსის ხანგრძლივობაა - 55 საათი:
• თეორიული კომპონენტი 15 საათი 17 ივლისიდან - 21 ივლისის ჩათვლით,
• პრაქტიკული კომპონენტი 40 საათი 24 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით.
• ტრენინგები ჩატარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 13:00-15:00 სთ.
ტრენინგის ბოლოს გაიცემა ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის სერტიფიკატი.
ტრენინგზე რეგისტრაცია 2017 წლის 16 ივლისის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: